საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში „TV 36“-ს შექმნილი აქვს საჩივრების განმხილველი ორგანო - პირველი ინსტანცია („კომისია“) და მეორე ინსტანცია („სააპელაციო ორგანო“).
დაინტერესებულ პირს, რომელიც თვლის, რომ „TV 36“-მა დაარღვია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული ეთიკური სტანდარტები და მისი უფლებები, უფლება აქვს მაუწყებელს მიმართოს საჩივრით და მოითხოვოს რეაგირება.
მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
მაუწყებლისთვის საჩივრის გაგზავნის სურვილის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს შეუძლია საჩივარი თვითრეგულირების მექანიზმის სახელზე შეიტანოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 9 აპრილის ქ. #3/5 ან გამოაგზავნოს ელ.ფოსტაზე: info@tv36.ge
ამ დრომდე, TV 36-ში არც ერთი საჩივარი არ შემოსულა.
თვითრეგულირების კომისიის წევრები
- ლევან ჯგერენაიადირექტორი
- რუსუდან აბუაშვილიმედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
- ავთანდილ ლაბაძეიურისტი